შეიცვალა თუ არა 2021 წლის ეროვნული გამოცდის ტესტის ფორმატი ქართულში – „ნაეკის“ განმარტება სიახლეების შესახებ
EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტის ფორმატი შეიცვალა. აბიტურიენტების ნაწილი გვწერს, რომ ეს ინფორმაცია მათთვისაც ცნობილია და მეტი დეტალი აინტერესებთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ნოემბერში გახდება ცნობილი, როცა ცენტრი საცდელი ტესტირების შედეგების ანალიზს დაასრულებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ 2021 წლის აბიტურიენტები რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ელოდონ.
“ნებისმიერი სიახლის ან ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე თითქმის ყოველ წელს ნოემბრის თვეში ქვეყნდება, რადგან საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ ხდება გამოცდების შედეგების ანალიზი და ტარდება საცდელი ტესტირებებიც – ხდება სხვადასხვა სახის დავალებების გამოცდა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
„ცენტრმა წელსაც, პროცესის დასრულებისთანავე დაიწყო მზადება 2021 წლის გამოცდებისათვის. ჩატარდა საცდელი ტესტირება. წლევანდელი საცდელი ტესტირების შედეგები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, რის საფუძველზეც გადაწყდება, თუ როგორი იქნება ცალკეული ტესტის საბოლოო სახე. რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. სიახლეების შესახებ დეტალები აბიტურიენტებს უახლოეს მომავალში ეცნობებათ”, – გვიპასუხეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატის ცვლილების თაობაზე ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აქამდეც საუბრობდა. მისი განმარტებით, ცვლილება შეიძლება შეეხოს მაგალითად ტექსტის ხანგრძლივობას.
„გვინდა ვნახოთ რამდენად შესაძლებელია ცოტათი მაინც შევამციროთ ზოგიერთი ტესტის დრო, რომელიც მაგალითად 4-საათიანია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმატში გარკვეული ცვლილებები და გარკვეული ტიპის დავალებების ცვლა“, – აღნიშნა მაშინ გორგოძემ, თუმცა კონკრეტული საგნები არ დაუკონკრეტებია.
2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება