GE

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების განრიგი ცნობილია – გამოცდები 2019

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი ცნობილია. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით:

2 ნოემბერი:
პროფესიული უნარები.

3 ნოემბერი:
პროფესიული უნარები.

4 ნოემბერი:
ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).

5 ნოემბერი:
ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).

6 ნოემბერი:
ბიოლოგია;
გეოგრაფია;
ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;
რუსული ენა – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი.

7 ნოემბერი:
მუსიკა;
ისტორია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

8 ნოემბერი:
ფიზიკა;
მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.

ცნობისთვის, წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდა ჩატარდება 8 საგამოცდო ცენტრში (ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი).

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

იხილეთ რა კრიტერიუმებით შეფასდება 2019 წლის ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური