GE

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ – ილიაუნის ღია კარის დღეები აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის

27, 29 თებერვალსა და 2 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.

შეხვედრების დამსწრეთ ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გააცნობებნ ინფორმაციას პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ინფორმაციას ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ გაეცნობით ბმულზე

დასწრება თავისუფალია.

სარეგისტრაციო ბმული

ღია კარის დღეებამდე გაეცანით ილიაუნის რექტორის მოადგილის, გიორგი გვალიას კომენტარს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ:

„ბოლო წლებში შეინიშნება ძალიან საინტერესო ტენდენცია: ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ სტაბილურად იზრდება მოთხოვნა ე.წ. თანამედროვე პროფესიებზე, რომლებიც ძირითადად უკავშირდება STEM სფეროს, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროს, ეს პროგრამებია:კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია. მოთხოვნა არ იზრდება ტრადიციული პროფესიების ხარჯზე. ინტერესი მათ მიმართ მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგალითად სამართლის პროგრამა ძალიან აინტერესებთ აბიტურიენტებშს, იგივე შეიძლება ითქვას მენტალური ჯანმრთელობის სფეროებთან დაკავშირებულ დისციპლინებზე, როგორებიცაა:: ფსიქოლოგია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე სოციალური მეცნიერებები, მათ შორის უნდა გამოიყოს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება.

„დღეს თანამედროვე მსოფლიო და, ზოგადად, დასაქმების ბაზარი ისეთი ტემპით, ისე სწრაფად ვითარდება, რომ ტექნოლოგიები ვერ იქნება მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრამების საკუთრება. ყველა პროფესიაში ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა ადამიანმა კონკრეტულ პროფესიაში ეფექტურად ოპერირება შეძლოს. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა გვერდს ვერ აუვლის ე.წ. ტრადიციულ პროფესიებში სწავლების უფრო თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების ინტეგრირებას,მათ შორის ტექნოლოგიების უფრო აქტიურად შემოტანას ტრადიციულ პროფესიებშიც კი. თუ გვინდა, ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ძალიან მნიშვნელოვანია, შევძლოთ სინთეზი თანამედროვე პროფესიებისა და იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აქვს თანამედროვე დარგებს უფრო ტრადიციულ დარგებთან შედარებით“.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური