„დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო
6 დეკემბერს ორგანიზაციის – „ნაბიჯ-ნაბიჯ“ (Step by Step)“ – ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოფენა მოეწყო სახელწოდებით – „დაიცავი ჩემი უფლებები!”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შშმ პირთა მიერ შექმნილი ხელთნაკეთი ნამუშევრები, მსგავსი ღონისძიებები კი ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების წარმოჩენას და ფართო საზოგადოებამდე მიტანას.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქ. თბილისის მერია, „ავერსის“ საქველმოქმედო ფონდი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო აკადემია, გამოფენის სპეციალური სტუმარი გახლდათ “ADRA Georgia-ს“ საქართველოს ოფისის დირექტორი ვინოდ ნელსონი.
ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ – Step by Step” 2003 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ორგანიზაციის მიერ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.
-
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და დეკანის მოადგილე სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, ციფრული სამედიცინო პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი