GE

შვიდ საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება – საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების– რესურსცენტრების ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად ვაკანსიები გამოცხადდა.

ახალი ხელმძღვანელი სულ შვიდ (გორი, კასპი, ბაღდათი, ტყიბული, სამტრედია, ძველი თბილისი, ხარაგაული) საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეყოლება. ამჟამად კი უფროსის მოვალეობას რესურსცენტრის სპეციალისტები ან მთავარი სპეციალისტები ითავსებენ.

EDU.ARIS.GE რამდენიმე რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ესაუბრა. ნაწილი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას კონკურსში, ნაწილს კი უფროსობის სურვილი საერთოდ არ გააჩნია.

კანონმდებლობით დადგენილია რიგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

ა) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;

ბ) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;

ე) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

1.3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად:

ა) კანდიდატებმა სასურველია იცოდნენ უცხო ენა/ენები;

ბ) კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ საქმიანობის პროცესის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელების გამოცდილება;

გ) კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ პროექტების მართვის გამოცდილება.

1.4. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

ბ) „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება;

გ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება (თავი I);

დ) „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება;

ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება;

ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

1.5 საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

ი)„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

კ) „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანება;

ლ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანება;

მ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანება;

ნ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანება.

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური