სიახლე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) სამართლის ფაკულტეტის ახალი დეკანი, გიორგი ხატიძე წარადგინა. პრეზენტაციაზე გიორგი ხატიძემ სამართლის ფაკულტეტის სამომავლო გეგმებზე, უცხოურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, ადგილობრივ საჯარო და კერძო უწყებებთან, პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობასა და ინტერდისციპლინარული მიმართულებების გაძლიერებაზე ისაუბრა. სიახლეები უკავშირდება როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს; მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, პროფესიულ კურსებს და სხვა ღონისძიებებს.
გიორგი ხატიძემ 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი. 2006 წელს კი წინარე სამაგისტრო/ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ბელერბის კოლეჯში (ბრიტანეთი). 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2021 წლის ივლისში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში: საქართველოს ეროვნული ბანკი (2004-2005); სილქ როუდ ჯგუფი (2012-2016); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, IFC (2014-2016); საქართველოს IX მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020).
2010 წლიდან გიორგი ხატიძე ეწევა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უნივერსიტეტებში. 2014 წელს გახლდათ მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი. 2012-2016 წლებში კი ჩესტერის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ასოცირებული ლექტორი. 2017 წლიდან საქართველოსს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
2021 წლიდან გახლავთ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2020 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2014 წლიდან სამართლის მეცნიერებათა კავშირის წევრი. 2013-2016 წლებში გახლდათ მეცნიერების, განათლების, ინდუსტრიისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის საერთაშორისო იურიდიული კომიტეტის წევრი (სილიკონ ველი, კალიფორნია, აშშ). 2007 წელს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ეწეოდა ენერგეტიკის, ენერგო და მინერალური რესურსების პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ცენტრში (დანდის უნივერსიტეტში, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). 2005 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
გიორგი ხატიძე არის როგორც ქართული, ისე უცხოური სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორი.
- CIU-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შედგა ესტონეთში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს პროფესორებმა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში შეხვედრა გამართეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი