“სირცხვილი! სირცხვილი!” – ყოფილი დირექტორი მოსწავლეებმა სკოლიდან შეძახილებით გააცილეს
67-ე სკოლის დირექტორმა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განათლების სამინისტრომ განცხადება უკვე გაავრცელა, სკოლა უკომენტაროდ დატოვა.
მარიამ თავართქილაძემ შენობა სკოლის ადმინისტრაციის წევრთა დახმარებით დატოვა და ტერიტორიიდან ტაქსით წავიდა. იქამდე ის EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან აცხადებდა, რომ არ იცნობს განათლების სამინისტროს განცხადებას მისი გათავისუფლების შესახებ და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სკოლის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მყოფმა მოსწავლეებმა დირექტორი შეძახილებით გააცილეს. „სირცხვილი! სირცხვილი!” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში სკოლასთან სიმშვიდეა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი რჩება.
მოსწავლეების გადაწყვეტილებით, ისინი გაკვეთილებზე ხვალიდან შევლენ, “რადგან დღეს დასწრებას აზრი აღარ აქვს.”
რა დარღვევები აღმოუჩინეს სკოლის დირექტორს
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება