სისტემა უსამართლოა, სტატუსი არ გვაქვს და ბარიერი ჩვენთვის უფრო მაღალია – რაზე ჩივიან მასწავლებლობის მსურველები
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეიდან პროცესს შეუერთდნენ მასწავლებლობის მსურველები და მათთვის საგნის გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე მისული აპლიკანტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მოქმედი მასწავლებლებისა და ე.წ. “მაძიებლების” შეფასების კრიტერიუმები უსამართლოდაა განსაზღვრული.
მაგალითად ქუთაისის საგამოცდო ცენტრში მისული მასწავლებლობის მსურველები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ პედაგოგი, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოქმედი წესით უფრო მარტივად მოწმდება ვიდრე დამწყები.
“მე და ჩემი მეგობარი ვართ მაძიებლები. რა იქნება არ ვიცით, ცოტა ვნერვიულობთ. დაწყებითები მაქვს დამთავრებული და ეს გამოცდა უნდა დამეხმაროს სამსახურის პოვნაში. აუცილებლად მინდა ვთქვა, ის რომ მაძიებელმა 10 კრედიტი უნდა აიღოს და წლების განმავლობაში რომ მასწავლებელი იყო იმან შვიდი, ან ნაკლები, ვფიქრობ, უსამართლობაა”, – აღნიშნა სოფიკო ხიჯაკაძემ.
აღნიშნულ უთანასწორობაზე საუბრობს კიდევ ერთი აპლიკანტი: “ჩვენ მაძიებლები ვართ, მასწავლებლის სტატუსი არ გვაქვს და ამიტომ მეტს გვთხოვენ, ბარიერი გაცილებით მაღალია ვიდრე მოქმედი პედაგოგების. ანუ მასწავლებელი რომელიც წლებია სკოლაში ასწავლის თან აგროვებს კრედიტებს და ეს ეხმარებათ. ეს სისტემა ცხადია უსამართლოა, რადგან გამოცდაზე გასულები არათანაბარ მდგომარეობაში ვართ”.
2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულებს
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება