სისტემიდან 2 000-ზე მეტი მათემატიკის მასწავლებელი წავიდა – რამდენმა პედაგოგმა ჩაატარა პირველი გაკვეთილი 2019-2020 წელს
საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, განათლების სამინისტროს მიერ 2019-2020 წელს განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, ფულადი ჯილდო ჯამში 8000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო და მათგან 2000-ზე მეტი მათემატიკის მასწავლებელი იყო.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის 2021 წლის 14 მაისს მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე, იყო 8 295.
მათგან ყველაზე მეტი იყო მათემატიკის (I-XII კლასები) პედაგოგი – 2341, ბუნებისმეტყველებას ასწავლიდა (I-VI კლასები) -1813 პედაგოგი, მუსიკას კი (I-IX კლასები) -1339 პედაგოგი.
სისტემიდან გასული პედაგოგების ნაწილი რამდენიმე საგანს ასწავლიდა. მათი საათების ნაწილი სკოლებში არსებულ კადრებზე გადანაწილდა, ნაწილი კი ახალ მასწავლებლებს გადასცეს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული მონაცემების თანახმად, 2019-2020 წელს საჯარო და კერძო სკოლებში პირველი გაკვეთილი 5000-ზე მეტ მასწავლებელს დაუფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემამ ამდენი ახალი პედაგოგი მიიღო.
„მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებსაც პირველი გაკვეთილი საჯარო ან კერძო სკოლაში უფიქსირდებათ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2019-2020 წლებში – 5679“, – აღნიშნულია საჯარო ინფორმაციაში.
პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს ამ პროგრამით გარკვეული პრივილეგიები შესთავაზეს. 2019 წელს, 8 ათასზე მეტმა მსურველმა პროგრამის ფარგლებში 2 წლის ხელფასის ოდენობა ერთიანად მიიღო და ასევე სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
ამავე თემაზე:
გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული „მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოს პროგრამა“ არ გაგრძელებულა
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება