GE

სკოლას დისტანციური სწავლების მოდელის გამოყენება რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროსაც შეუძლია

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანების შესაბამისად, (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №95/ნ 2020 წლის 9 სექტემბერი), საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დამტკიცდა.

დოკუმენტში საუბარია დისტანციური სწავლების მოდელებსა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინა პირობებზე, ასევე დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმაზე.

ბრძანების თანახმად, სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დადგენილ დროს ვერ სრულდება. გარდა ამისა, მოსწავლეები დისტანცი შემთხვავაშიცურ სწავლებაში შესაძლებელია ჩაერთონ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ სკოლას კონკრეტული საგნის მასწავლებელი არ ჰყავს. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ რთული მეტეოროლოგიური ექსტრემალური პირობები შეიქმნება.

სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

ბ) რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

გ) სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ე) ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

დოკუმენტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური