GE

სკოლაში გუნდური მუშაობის 5 ეფექტური მახასიათებელი

ელენა აგილარი, ლიდერის თვისებებისა და თანამშრომლობის უნარის განვითარების ტრენეტი კალიფონიიდან, სკოლის წარმატებული საქმიანობისთვის სასკოლო გუნდის ხუთ ეფექტურ მახასიათებელს გამოყოფს. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც ზრდის გუნდის ძალას და გვიჩვენებს, თუ რა უპირატესობები აქვს გუნდურ თანამშრომლობას სკოლაში.

რატომ გვჭირდება ჩვენი უპირატესობების და პრაქტიკის გაუმჯობესება, რათა ჩამოვყალიბდეთ როგორც კარგი გუნდი:

ძლიერი გუნდი სკოლის შიგნით არის ძირითადი პირობა მასწავლებლების როგორც საყრდენის შესანარჩუნებლად – სკოლაში, რომელშიც არის კოლეგიალურობა თანამშრომლებს ჰყავთ მყარი დასაყრდენი ერთმანეთის სახით. ისინი თვლიან, რომ ეკუთვნიან გუნდს რომლის წევრებიც აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც მათ აკისრიათ გუნდთან ერთად.  საჯარო განათლება არის ადგილი, სადაც გვჭირდება სტრუქტურები, როგორიცაა მაგალითად ძლიერი გუნდი.

თუ გუნდი არის ეფექტური, ადამიანები სწავლობენ ერთმანეთისგან –  ისინი აკეთებენ მეტს ვიდრე შეიძლება გაკეთდეს ერთის მიერ. ისინი ერთმანეთს აძლევენ შთაგონების საშუალებას და იწვევენ ერთმანეთს. მათ აქვთ ნამდვილი მიზანი, მაგალითად სკოლის გარდაქმნა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც უზარმაზარი პროექტი.

მაშ ასე, რას ნიშნავს იყო კარგი გუნდი?

1.კარგმა გუნდმა იცის თუ რატომ არსებობს ის – არ არის საკმარისი რომ თქვათ, „ჩვენ ვართ მეექვსე კლასის მასწავლებელთა გუნდი“- ეს არის უბრალოდ განმარტება, რომ  ასწავლით მეექვსე კლასს, და არა რატომ არსებობთ როგორც გუნდი. გუნდის მიზანი შეიძლაბა იყოს: „ ჩვენ ვართ გუნდი იმიტომ, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და აღმოვაჩინოთ გზები, რომელთა საშუალებითაც უკეთ დავეხმარებით მეექვსე კლასის მოსწავლეებს.“ ეს შეიძლება იყოს მისია ან მიზანი, რომელიც არის მნიშვნელობის მქონე, ნათელი და  განხორციელებადი.

2.კარგი გუნდი ქმნის გარემოს სწავლისთვის – არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც ზოგიერთი სკოლა, შეიძლება, მუშაობდეს ერთად როგორც გუნდი, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი ასეთი გუნდური თანამშრომლობის არის ერთად სწავლა  და ერთმანეთისგან სწავლა. არსებობენ ისეთი განმანათლებლებიც, რომლებიც უარს ამბობენ სწავლაზე, მაგრამ ასეთი განმანათლებლები ძალაინ ცოტაა. ამრიგად, ეფექტურ გუნდში სწავლის პროცესი არის უსაფრთხო. ჩვენ შეიძლება დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ რისკზე, და დავსვათ ყოველა ის შეკითხვა, რომლის პასუხიც გვსურს რომ მივიღოთ.

3.კარგ გუნდში ჯანსაღი კონფლიქტია – ეს არის აუცილებელი და საჭირო, თუ ჩვენ ვსწავლობთ ერთად და ერთ ნავში ვზივართ რაიმე სახის პროექტიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვეთანხმებით აზრებს, გვაქვს შემოქმედებითი დიალოგი, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენ  ბიძგს ვაძლევთ ფიქრებს.

4.კარგი გუნდის წევრები ენდობიან ერთმანეთს – რაც ნიშნავს რომ გარდაუვალი კონფლიქტის დროსაც კი შეიძლება ამ კონფლიქტის მართვა. ადამიანები იცნობენ ერთმანეთს. უსმენენ ერთმანეთს. არსებობს შეთანხმება, რომ ერთმანეთს ენდობიან და მონიტორინგს უწევენ ერთმანეთს. მათ ჰყავთ ასევე ვიღაც, ვინც არის ფასილიტატორი რომელიც ეხმარება მათ. უფრო მეტიც, ძლიერი გუნდის წევრები  უზიარებენ ერთმანეთს  გადაწყვეტილებებს. გუნდის წევრები არიან თანასწორები და აქ არ აქვს ადგილი უთანასწორობის შემთხვევებს(როგორიც შეიძლება იყო მამაკაცის მბრძანებლობა).

5.კარგ გუნდს ჰყავს ფასილიტატორი, ლიდერი, ან ლიდერები – აქ ერთი ან რამდენიმე ადამიანი მართავს პროცესებს, ისე, როგორც გემს. ეს არის გარანტი, რომ გუნდი არ იყოს ერთფეროვანი და არსებობდეს სწორი დაგეგმარება იმისათვის, რომ გუნდმა შედეგიანად იმუშაოს და გააკეთოს სწორი სვლები.

რა არის შემდეგ?

ბოლო პუნქტი, რომელიც ყოველივე ამას დაასრულებს შემდეგში მდგომარეობს. უკვე შემოდგომაზე თქვენ ფიქრობთ – რას აკეთებს კარგი გუნდის ლიდერი? რამდენად ზუსტად ასრულებს ფასილიტატორის როლს? როგორ შეიძლება ლიდერობის მონაცვლეობა ან გაზიარება?

გაგვიზიარეთ გუნდური მუშაობის თქვენი გამოცდილება და ახსენით, თქვენი აზრით როგორია კარგი გუნდი სკოლაში?

უფლებები და მოვალეობები – რამდენი კრედიტ-ქულით შეფასდება ფასილიტატორი მასწავლებლის სამწლიანი შრომა?!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)

წყარო: edutopia.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური