GE

სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილებები შევიდა და რიგი მუხლებისა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, განათლების მინისტრის ბრძანება №13/ნ-ით დაემატა 2 ახალი პუნქტიც.

ცვლილებიდან ირკვევა, რომ 2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე “მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე”.

აქვე აღნიშნულია, რომ არსებობს ვითარება, რომელზეც ბრძანების დამატებული პუნქტი არ გავრცელდება. იხილეთ მიხეილ ჩხენკელის ბრძანება სრულად.

45-დღიანი გამოუცხადებლობა სკოლაში ან დისტანციურ გაკვეთილზე, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება – ცვლილებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური