სკოლების ავტორიზაციის საბჭო კიდევ 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს 27 ნოემბერს განიხილავს
27 ნოემბერს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რომელზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს განიხილავენ და კიდევ ერთი კერძო სკოლის საკითხებზე იმსჯელებენ.
სხდომა 16:00 საათზე გაიმართება. სკოლების ჩამონათვალი და განსახილველი საკითხები კი ასეთია:
1. სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ – ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ – ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
6. შპს სკოლა ჯეო სქაის მიერ იმავემუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლოსაქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილებისშესახებ საკითხის განხილვა;
7. შპს სკოლა ჯეო სქაის მიერ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა;
საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ,,zoom”-ის პლატფორმის გამოყენებით.
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება