სკოლებში სასწავლო კურსის „სამართლებრივი კულტურა“ დანერგვა იგეგმება
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა ფართოვდება.
განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის 22 ორტომბერს გაფორმებული მემორანდუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო კურსის „სამართლებრივი კულტურის‘‘ დანერგვის გზით ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი, რომელიც „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში შემუშავდა, გულისხმობს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფას, პროცესში ჩართულ მხარეებთან – მანდატურებთან, მასწავლებლებთან, სამართალდამცავებთან სარეკომენდაციო სახის შეხვედრების ჩატარებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინაციას.
რომელ კლასებს შეეხება კურსის დანერგვა ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.
„მემორანდუმი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესში „სამართლებრივი კულტურის“ სახელმძღვანელოსა და ონლაინ კურსის დანერგვის მხარდაჭერას. აღნიშნული კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორებიცაა – ბავშვთა უფლებები, ტოლერანტობა, კონფლიქტების მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სამოქალაქო ჩართულობა, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის აღმოფხვრა“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო