GE

სკოლებში ვაშლების დარიგების პროცესი დაიწყო

ვაშლების დარიგების პროცესი დღეს პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო. ვაშლების დარიგება გიმნაზიაში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მოხდება.

როგორს კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ განაცხადა, სკოლაში სულ 2 165 ბავშვი ირიცხება, რომელზეც 2 200 ვაშლი იქნა გათვალისწინებული. ვაშლები დერეფნებში კალათებით დადგეს და თითოეულ ბავშვს შეეძლო დამოუკიდებლად მისულიყო და კუთვნილი, ცალ-ცალკე დაფასოებული ვაშლი აეღო.

“ჩვენ შევიძინეთ კალათები და როგორც ხედავთ, სწორედ ამ კალათებით არის განთავსებული ვაშლები. ჩვენ სპეციალურად არ დავარიგეთ ხილი მერხებზე, რადგან ვფიქრობთ, რომ თითოეული ბავშვის პასუხისმგებლობაა რომ სუფთა დაფასოებული ვაშლი აიღოს კულტურულად და შემდეგ ნარჩენი ურნაში გადააგდოს. ვაშლის გარეშე არ დარჩება არცერთი ბავშვი, ვაკონტროლებთ, რომ ყველას შეხვდეს. თუმცა ზედმეტადაც იქნა აღებული, რადგან ამის შესაძლებლობა იყო”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ვაშლები ხვალ 51 საჯარო სკოლაში დარიგდება ხოლო ზეგ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში.

სამინისტრო: „ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა, ატამიც დაემატოს“

რატომ ვაშლი? – სიმონ ჯანაშია

სკოლების სია, სადაც განათლების სამინისტრო ვაშლს დაარიგებს

განათლების სამინისტრო 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების ვაშლს შეიძენს – ტენდერის პირობები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური