უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაკომპლექტდა უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა.
„ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“
“საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების მიზნით შეიქმნას უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია, შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში – კომისიის მდივანი;
4. საქართველსო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი;
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი;
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;
9. საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი;
10. საქართველოს სპორტის მინისტრი – კომისიის წევრი;
11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
13. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი;
14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი – კომისიის წევრი”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, როგორ და რა საკითხებზე იმუშავებს ახალი სამთავრობო კომისია, თუმცა განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “კომისია შეიკრიბოსსაჭიროებისამებრ და განიხილოს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები”.
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება