საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის შეცვლის შემდეგ, წარჩინებულ მოსწავლეზე კომპიუტერის გადაცემის პრინციპიც შეიცვალა – განმარტება
მოსწავლეს, რომელიც ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს – ახლა უკვე 10 კლასს წარჩინებით დაასრულებს, სახელმწიფოსგან კომპიუტერი მე-11 კლასში გადაეცემა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დღეს, 29 იანვარს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დასმული კითხვის პასუხად განუმარტეს.
აქამდე წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერს საჩუქრად ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, მე-10 კლასში იღებდა, ახლა კი მან წარმატებით უნდა დახუროს 10 კლასი და მეთერთმეტეში გადასვლის შემდეგ დასაჩუქრდება.
ცვლილება ძალაშია – საქართველოში სავალდებულო სასკოლო განათლება 10-წლიანი გახდა
იმის გამო, რომ სკოლაში 9 წლიანი საბაზო საფეხური “ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით” ერთი წლით გახანგრძლივდა და 10 წლიანი გახდა, წარჩინებული მოსწავლეებისთვის საჩუქრის მიღების პრინციპიც განსხვავებული იქნება.
მართალია, საბაზო საფეხურის გახანგრძლივების შესახებ კანონი 2025 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მაგრამ კომპიუტერის მისაღებად ლოდინი მაინც მოუწევთ იმ მოსწავლეებს, ვინც წელს უკვე არის მე-10 კლასში:
“წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერს საჩუქრად მეათე კლასს რომ დაასრულებს, ამის შემდეგ მიიღებს, ანუ მე-11 კლასში რომ გადავა. მაგრამ ვინც წელს არის მეათეში, წლევანდელ მეათეკლასელებს მომავალ წელს გადაეცემათ, ეს მხოლოდ ამ წელს იქნება ასე. ანუ წლევანდელი ბავშვები, ვინც უკვე მეათეში არიან და გადავლენ, მხოლოდ იმ ბავშვებს არ გადაეცემათ და მომავალ წელს, მომდევნო წარჩინებულ ბავშვებთან ერთად, რომლებიც მეთერთმეტეში იქნებიან, მათთან ერთად დასაჩუქრდებიან. ვინც მეცხრეშია და მეათეში გადავა, ისინი უკვე ჩვეულებრივად მიიღებენ – მე-11 კლასში”, – ანგვიცხადეს განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
ასევე იხილეთ:
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე