ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გზები – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა
27 იანვარს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგი თემაზე – “როგორ ვთქვათ გაცნობიერებული უარი ნარკოტიკზე”.
ინტერაქციულ ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი და დამოკიდებულების თერაპევტი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სერტიფიცირებული თერაპევტი და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი თამაზ ტუღუში.
შეხვედრის განმავლობაში განხილული იქნა სამი მთავარი საკითხი: დამოკიდებულების არსი და მისი გამომწვევი მიზეზები, ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე, ასევე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ეფექტური მეთოდები.
ტრენინგი ორგანიზებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის თანამშრომლობით: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ა(ა)იპ კავკასიის სამართლის აკადემიის, სარეაბილიტაციო ცენტრი “ნებისა” და ა(ა)იპ “გამოღვიძების” მიერ.
მონაწილეებმა მიიღეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული რჩევები და გამოცდილება, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და როგორ დაეხმარონ სხვებს ამ პროცესში.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი