განათლების სამინისტრო 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების ვაშლს შეიძენს – ტენდერის პირობები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ჯეჯელავას უწყება ვაშლით ათ სკოლას მოამარაგებს, რაშიც 78 000 ლარს გადაიხდის.
შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.
ამასთან, სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნვეყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება,
„ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე“,–ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება მოთხოვნებს:
– ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები;
– საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას;
– მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე;
– მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, ქ. თბილისის 10 -ვე საჯარო სკოლაში;
– სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი;
– მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში);
მოწოდებული ვაშლი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
ტენდერის პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად) მისაწოდებელი სურსათის (ვაშლის) შესახებ, წარმოადგინოს სურსათის (ვაშლის) ლაბორატორიული კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).
მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში – 20 000;
მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში – 20 000 ერთეული ;
ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი;
სასწავლო კვირის რაოდენობა I სემესტრში – 13 კვირა.
კვირის დღე და საათი დადგინდება ხელშეკრულების გაფომების მომენტისათვის.
სკოლების სია, სადაც განათლების სამინისტრო ვაშლს დაარიგებს
სკოლის ბუფეტებში ზოგიერთი საკვების გაყიდვა აიკრძალება – სია
სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება – ალექსანდრე ჯეჯელავა
ჯეჯელავას ახალი ინიციატივით, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება