გაზრდილი ხელფასები განათლების სამინისტროში – როგორ ნაწილდება თანხები თანამდებობების მიხედვით 2025 წელს – დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდბის სამინისტროში დასაქმებულთათვის 2025 წლის იანვრიდან ანაზღაურება გაიზარდა. EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს მიერ მთავრობისთვის შესათანხმებლად გადაგზავნილი საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურების ფონდი გასული წლის მაჩვენებლებს შეადარა და სხვაობა მილიონ ლარზე ბევრად მეტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 20 იანვარს გამოცემული განკარგულების თანახმად, ცვლილება შევიდა და ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ პრემიერის განკარგულება.
ირაკლი კობახიძის ახალი განკარგულება უკვე ძალაშია და მასში მოცემულია სამინისტროში დასაქმებული შტატით გათვალისწინებული სხვადასხვა თანამდებობებისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები თვისა და წლის მიხედვით 185 პირზე.
ამ ადამიანების თანამდებობრივი სარგოსთვის წლიურად განსაზღვრული თანხა შეადგენს 8 643 000 ლარს. ხელფასები გაზრდილია, გასულ წლის ანალოგიურ განკარგულებაში ფონდში გათვალისწინებული იყო 7 215 000 ლარი.
იხილეთ განკარგულება, რომელიც მოიცავს როგორც მინისტრისა და მისი მოადგილეების (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი), ასევე სხვა თანამდებობრივ სარგოებს:
შედარებისთვის, ამავე თემაზე იხილეთ 2024 წლის მაჩვენებლებიც:
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე