სკოლის ატესტატის ახალი ფორმა დამტკიცდა – ცვლილება კანონში
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, შეიცვალა სკოლის ატესტატის ფერები და ვიზუალი.
სკოლადამთავრებულები წითლის ნაცვლად, ლურჯი ფერით გაწყობილ ატესტატს მიიღებენ.
იხილეთ, როგორი იქნება ახალი ატესტატი სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისათვის და ორი სხვა დოკუმენტის დუბლიკატის ფორმა.
სრული ზოგადი განათლების ატესტატის ნიმუში

საბაზო განათლების ატესტატის ნიმუში
ცვლილება, რომელიც დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნდა და ხელს აწერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, ძალაში შევა 2023 წლის 1-ელი ივლისიდან.
განათლების მინისტრის ბრძანება.
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება