სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მთავრობამ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის თანახმად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დაადგენენ სასკოლო ასაკის (6 -დან 16 წლის ჩათვლით) მოზარდების ზუსტ რიცხვს, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ და მიზეზებს გამოიკვლევენ.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა და ასაკისთვის შესაბამის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მხარდაჭერა, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენა.
პროგრამების განმახორციელებელი უწყებები არიან:
ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
მაგალითისთვის, განათლების სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში შესაბამისი წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული 6-დან 16 წლის ჩათვლით მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვების შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებას.
ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს: მონაცემების შედარებას თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ 6-დან 16 წლის ჩათვლით პირადი ნომრის მქონე ბავშვების მონაცემებთან და უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის არცერთ ეტაპზე არ იყვნენ რეგისტრირებულნი და არ აქვთ მოსწავლის სტატუსი, ანუ დარჩენილნი არიან სკოლის მიღმა.
პროგრამის განმახორციელებელი უწყებების ვალდებულებები დეტალურადაა გაწერილი მთავრობის დადგენილებაში.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება