სკოლის პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები იზრდება
სკოლის პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები იზრდება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში აღნიშნულთან დაკავშირებით შედის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ინიციატორმა ალექსანდრე ქანთარიამ 11 დეკემბერს წარმოადგინა. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის არჩევის უფლებამოსილება ემატება.
პარლამენტის ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ განათლების სისტემაში დანერგილი ტერმინი – „ფასილიტატორი“ ნიშნავს სპეციალური მომზადებისა და ცოდნის მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვა მასწავლებელს და ცდილობს, გადასცეს მათ თავისი გამოცდილება.
ალექსანდრე ქანთარიას თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი ან მენტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი არსებობის შემთხვევაში. მას აირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
Aris.ge-განათლების შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორის ინსტიტუტი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ნაწილია, სკოლებში უკვე არსებობს. ფასილიტატორები უკვე შეუდგნენ კიდეც თავიანთ საქმიანობას. შესაბამისად, პარლამენტი კანონში ცვლილების შეტანას დაგვიანებით ახორციელებს, მაშინ, როდესაც კანონნში შესატანი ცვლილების საფუძველზე განსახორციელებელი შემდგომი პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია, ცვლილების განხორციელებას მის დამტკიცებამდე პარლამენტის მხრიდან რიგი პროცედურების გავლა სჭირდება.
-
როგორ აჯამებს მთავრობა ზოგად და უმაღლეს განათლებაში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას – მოხსენება
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დახარჯა განათლების სამინისტრომ 2025 წლის ბიუჯეტი – ათვისება 96.6%-ია
by ARIS.GE-განათლება
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება