თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 3 ივნისს ისაუბრა.
მისი განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში, 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.
მერის თქმით, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის პროცედურა:
რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
„უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
იხილეთ: საზაფხულო ბაღების სია
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება