GE

როგორ აჯამებს მთავრობა ზოგად და უმაღლეს განათლებაში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას – მოხსენება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გაუგზავნა, სადაც მიმოხილულია განათლების მიმართულებაც,

მოხსენებაში ირაკლი კობახიძე გადადგმული ნაბიჯების შეფასებას არ აკეთებს, თუმცა ამ დოკუმენტის დეპუტატებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაცნობის შემდეგ, კითხვებს განათლების მიმართულებითაც უნდა ველოდოთ.

როგორც EDU.ARIS.GE-მ 4 ივნისს გაარკვია, ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, 26 ივნისს მოუსმენენ.

სამთავრობო პროგრამის შესრულება ზოგად განათლებაში ასე შეაჯამეს:

2025 წელს საზოგადოებას წარედგინა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული
კონცეფცია, რომელიც არსებული გამოწვევების საპასუნოდ მნიშვნელოვანი სიახლეების
დანერგვის საფუძველი განდა. ხედვა მიმართულია ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნის მიცემაზე დამყარებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობაზე, სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეულ გადახედვაზე, მრავალფეროვანი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფაზე, განათლების უწყვეტობის მხარდაჭერაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, ინკლუზიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაზე, ასევე მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე.

2025 წელს დამტკიცდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემა“, რომელიც ეფუძნება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ეფექტიანი, ინდივიდის საჭიროებაზე მორგებული, თანასწორობაზე დაფუძნებული ზოგადი განათლების სისტემის დაფინანსების მოდელის სამუშაო ვერსია.
მოსწავლეთა მხარდაჭერის, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და ხარისხიანი განათლების
უზრუნველყოფის მიზნით, 2025 წელს ავტორიზაცია გაიარა 119-მა სკოლამ, ავტორიზებულია
569 და მიმდინარეობს 140 საჯარო სკოლის ეტაპობრივი ავტორიზაცია. ამასთანავე,
საანგარიშო პერიოდისთვის ავტორიზებულია 206 კერძო სკოლა.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად ხორციელდება
მოსწავლეთა ტრანსპორტირების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც, ტრანსპორტირება
უზრუნველყოფილია საქართველოს მაშტაბით 1290 საჯარო სკოლის 88 150 მოსწავლისთვის.
გრძელდება პირველკლასელთა და წარჩინებულ მოსწავლეთა კომპიუტერით უზრუნველყოფა
და მხარდაჭერა. პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო
წლის პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის შესყიდულ იქნა 56 000 ერთეული
პორტაბელური კომპიუტერი/ბუქი.

2025 წლის 9 ოქტომბერს დამტკიცდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების სტანდარტი“ და დაიწყო 1000 ერთეული ლაბორატორიული კომპლექტის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურები. 209 სკოლაში
ფუნქციონირებს შესაბამისი რესურსით აღჭურვილი STEAM კლუბი.

ამასთანავე, მიმდინარეობს STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება 200-ზე
მეტ საპილოტე სკოლაში.

სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფისა და განმავითარებელი შეფასებების, ასევე ეროვნული
შეფასებების დანერგვის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, 12 სამიზნე საგანში შეიქმნა
დავალებები და დადგინდა სტანდარტები.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით,
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის I ეტაპი განკუთვნილია
მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის პირთაჩარიცხვისათვის. ამასთანავე, ინკლუზიური და
სპეციალური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მანდატურის სამსახური

აქტიურად განაგრძობდა მოსწავლეთა მხარდაჭერას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია 13 ლოკაციაზე.
ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გადამზადდა 2 000-ზე მეტი მასწავლებელი და სპეციალისტი. შეიქმნა ტრენინგ-მოდულები დაწყებითი საფეხურის ქართულისა და
მათემატიკის მასწავლებლებისთვის, ასევე, საგნობრივ ტრენინგ-მოდულებში ყურადღება
გამახვილდა ინკლუზიური განათლების საკითხების ინტეგრირებაზე. ამასთანავე,
ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მაღალმთიან და ბარის შორეულ
სოფლებში მივლინებულ იქნენ კონსულტანტ-მასწავლებლები.

2025-2026 სასწავლო წლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმა ბილინგვური მიდგომით
ინერგება 206 (88%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. ამ მიზნით, შემუშავდა
სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 206 სკოლის 770 ბილინგვური სწავლების
სპეციალისტი. განახლდა სატრენინგო მოდულები და შეიქმნა გზამკვლევი ორენოვანი
წიგნიერების განვითარებისათვის, როგორც მშობლიური ენის, ისე ბილინგვური მასწავლებლებისათვის. ასევე, 2025 წელს ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლას დაემატა
ქართული სექტორი.

2026 წლიდან 22 300 ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში
გაეზარდა.

უმაღლესი განათლება

შემუშავდა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის
თანახმად, ძირეულად შეიცვლება საკადრო პოლიტიკა სანელმწიფოს მიერ დაფუძნებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მაღალი კვალიფიკაციის აკადემიურ
პერსონალს შორის ფუნქციები და ამოცანები სწორად გადანაწილდება, რაც აისახება როგორც
საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, ისე მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაზე.

დამტკიცდა 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და
საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო
გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა.

საუნივერსიტეტო სისტემაში რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, თბილისში, სხვადასხვა
სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტები გადანაწილდა კონკრეტულ
უნივერსიტეტებზე, ხოლო რეგიონულ უნივერსიტეტებში ყურადღება გამახვილდა ისეთ
დარგებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, აგრარული მიმართულებები, ვეტერინარია,
ტურიზმი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები ძირითადად 3-წლიან სწავლებაზე, ხოლო მაგისტრატურა 1+1 მოდელზე გადავიდა.

განისაზღვრა წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც მიმართულების სამეცნიერო და სასწავლო პროცესს სრულად გაუძღვება და ყოველდღიურად იზრუნებს დარგის განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე.

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2026-2027
სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგაწმაწათლებლო
დაწესებულებაში პირველ და მეორე საფეხურებზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეს სწავლა
სრულად დაუფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ეტაპობრივად გაიზარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება და 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგინა 900 000-
900 000 ლარი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების
შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სავალდებულო განდა პირველივე სასწავლო წელს სახელმწიფო
ენის სპეციალური კურსის გავლა, რომელიც შესული იქნება სახელმწიფოენოვანი
საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში.

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აპლიკანტთა განცხადების საფუძველზე, ყოველწლიურად 300-ზე მეტ სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელს უქმნის შესაბამის საგამოცდო გარემოს.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და სახელმწიფო დაფინანსებით, შემუშავდა სსიპ − ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათენის კაპოდისტრიასის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა,
განათლებისა და მეცნიერების მმართველობისა და ადმინისტრირების მიმართულებით,
რომელმაც 2025-2026 სასწავლი წლისთვის მიიღო პირველი 10 სტუდენტი და მოიპოვა FIBAAს საერთაშორისო აკრედიტაცია.

საანგარიშო პერიოდში, სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების ხელშეწყობის
მიზნით, 2025-2026 აკადემიური წლის პროგრამების ფარგლებში, განხორციელდა 17 საგრანტო
სასტიპენდიო პროგრამა. კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა საქართველოს 240-
მა მოქალაქემ.

ასევე იხილეთ:

„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური