როგორ დახარჯა განათლების სამინისტრომ 2025 წლის ბიუჯეტი – ათვისება 96.6%-ია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილა.
საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 3 ივნისს წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით ათვისებულია 1 მილიარდ 820 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელი 96.4%-ია.
მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების დაფინანსებული იქნა ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 076 საჯარო და 205 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.
პროფესიული განათლების ნაწილში ათვისების მაჩვენებელმა 99.5% შეადგინა და 147 მილიონი ლარია ათვისებული.
უმაღლესი განათლების მიმართულებით 181 მილიონი ლარია ათვისებული, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს აღემატება და 107.4%-ს შეადგენს.
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის 85 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, ხოლო ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია.
ინკლუზიური განათლების მიმართულებით ათვისების მაჩვენებელი 99.7%-ს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კი 298 მილიონი ლარია ათვისებული.
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება