SANGU-ში საერთაშორისო კონფერენცია – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ გაიმართება
10 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის (ააკ) საერთაშორისო კონფერენციას – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ უმასპინძლებს.
უნივერსიტეტის მიერ 4 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების საკითხებს და პროექტის – „I HAVE A VOICE – Building Academic Foundations for Augmentative and Alternative Communication in Georgia“ ფარგლებში იმართება.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Czech Challenge Fund 2025-ის ფარგლებში და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება. პროექტის განმახორციელებლები ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯია“ და პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში (Palacký University Olomouc) არიან.
კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან: პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) ასოცირებული პროფესორი ჯარომირ მაშტალირჟი (Jaromír Maštalíř, Ph.D.) და აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის სპეციალისტები – ჟანა შაროუნოვა (Jana Šarounová) და ლენკა რჟიჰოვა (Lenka Říhová).
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება კომუნიკაციის მნიშვნელობა და ააკ-ის როლი, ძირითადი ლექსიკონის (Core Vocabulary) გამოყენება, ფუნქციური კომუნიკაციის განვითარება, პრაქტიკული გამოცდილებები და საერთაშორისო მიდგომები.
კონფერენცია განკუთვნილია შშმ პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისთვის, ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისა და ყველა პროფესიონალისთვის, ვინც დაინტერესებულია კომუნიკაციის მხარდაჭერითა და ინკლუზიური განათლებით.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 ივნისია.
-
SANGU – ში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდის უმასპინძლეს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, „NextGen ბიზნეს ფორუმი 2026“ გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი