„ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია
2 ივნისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 4 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია, თემაზე – „When Performance Management Systems (PMS) are Successful“ ჩატარდა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო შესრულების მართვის სისტემების (Performance Management Systems) მნიშვნელობა, დანიშნულება და მათი როლი თანამედროვე ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, შესრულების მართვის სისტემების დანერგვისა და წარმატებული გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკებს გაცნობოდნენ.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი