სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა – სკოლებში საგნობრივი კათედრების როლის გაზრდა იგეგმება
სკოლის საგნობრივი კათერდების როლის გაზრდაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს საკუთარი ხედვა აქვს.
ამის შესახებ მცირე ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ 18 სექტემბერს, პარლამენტის განათლების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრებმა მასწავლებლის სახლის შესახებ მისი ანგარიში მოისმინეს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
“მინისტრი უახლოეს ხანში წარმოადგენს რეფორმის ახალ პაკეტს, სადაც მეც ვარ რეფორმის ჯგუფის წევრი. ჩვენ გვინდა, რომ სკოლაში საშუალო რგოლის მენეჯმენტი [არსებობდეს], ეს არ არსებობს, არის დირექტორი და არიან მასწავლებლები. ვერცერთ ორგანიზაციას მსოფლიოში ვერ დაასახელებთ, რომ საშუალო რგოლის მენეჯმენტი არ ჰყავდეს. ჩვენ გვყავს კათედრები, მაგრამ მათ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. ვისაც უნივერსიტეტში უმუშავია იცის, რომ კათედრა არის გადამწყვეტი, რექტორი რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობთ, სასკოლო სასწავლო გეგმა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ყველა სკოლამ მის სასკოლო საზოგადოებაზე მორგებული სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა შეძლოს. ამაში კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კათედრას წამყვანი როლი ექნება”, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება