სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს განათლების სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, რომელიც დღეს, 15 იანვარს გამოქვეყნდა, ცვლილება შევიდა „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებაში.
დოკუმენტში დაზუსტდა როგორც განათლების სამინისტროს დღევანდელი სახელწოდება. ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა დებულების იმ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამეურვეო საბჭოების წევრთა არჩევნების კოორდინატორებს ეხებათ:
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომ – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომ – შესაბამისი სამინისტრო)“, – აღნიშნულია ცვლილებაში.
ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ინიშნება სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეც.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია
-
„როგორ გადავაქციე მათემატიკა ცოცხალ კვლევად“ – AI და პროექტზე დაფუძნებული სწავლება XI კლასში
by განათლებული ბლოგი
-
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება 2026 წელს – ჩამონათვალი დამტკიცებულია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ვინ როდის მიიღებს ატესტატს – რა უნდა იცოდეს მოსწავლემ მას შემდეგ, რაც სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა შეიცვალა
by ARIS.GE-განათლება