GE

პრემიერ-მინისტრი: სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 1-ელი ივლისიდან 100 ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2021 წლის პირველი ივლისიდან არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვაში წერს.

პრემიერ-მინისტრის  განცხადების თანახმად, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური