სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარი გამოიყო – ვინ დაფინანსდება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დადგენილებას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
როგორც 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება, მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.
დადგენილების თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად გათვალისწინებული სტუდენტები განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად, ვებგვერდზე – socreg.mes.gov.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოკუმენტში.
პრემიერმა ასევე დაამტკიცა 2022 – 2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობებიც. იხილეთ დოკუმენტი
დამატებითი დეტალების გამოქვეყნების ვალდებულება განათლების სამინისტროს ენიჭება.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება