GE

სოფო გორგოძის გაფრთხილება 2022 წლის აბიტურიენტებს: აუცილებლად შეინახეთ ის დოკუმენტი, ელექტრონულად ან ამობეჭდეთ

თუ 2022 წლის აბიტურიენტები 4 აპრილამდე არ გაივლიან რეგისტრაციის პირველ ეტაპს, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს, – ამის შესახებ რადიო იმედის ეთერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ისაუბრა.

გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს, აუცილებლად შეინახონ ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებზე დარეგისტრირდნენ.

„როდესაც დარეგისტრირდებიან, აუცილებლად შეინახონ ის დოკუმენტი, რომელიც ბოლოს გამოდის ეკრანზე. შეუძლიათ სურათი გადაუღონ, ელექტრონულად შეინახონ ან ამობეჭდონ და ეს იქნება მათი დოკუმენტი, რომ ნამდვილად რეგისტრირებულნი არიან…

„ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ 4 აპრილამდე ნუ მიიყვანენ ამ ამბავს, იმიტომ, რომ ბოლო დღეს ან ტექნიკური პრობლემა არ შეექმნას ან შეიძლება შუქი წავიდეს… ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ, ბოლო დღეს რომ არ ვინერვიულოთ, ვთქვათ, რომ მარტის ბოლოს თუ ვიქნებით დარეგისტრირებული, ეს იქნება ძალიან კარგი. ასე თუ ავიღებთ ორიენტაციას, რომ მარტის ბოლოს უკვე დარეგისტრირებულნი ვიქნებით, ხელში გვექნება ან ამობეჭდილი ან ელექტრონული დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დარეგისტრირებული ვართ, უკვე მშვიდად შეგვიძლია დაველოდოთ მეორე ეტაპს. მეორე ეტაპზე, კიდეც რომ არაფერი შეცვალოთ, პრობლემა არ არის“, – ამბობს გორგოძე.

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აბიტურიენტი დარეგისტრირებულია, აირჩია კონკრეტული საგნები და აირჩია ქალაქი, პროგრამა და შეყვანილი აქვს პირადი მონაცემები, გორგოძის განცხადებით, იმისთვის უნდა გქონდეთ, რომ წარსულში ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც აბიტურიენტს ეგონა, რომ დარეგისტრირებული იყო, მაგრამ ცდებოდა.

„დაიწყო პროცესი, მაგრამ არ მიიყვანა ბოლომდე და სინამდვილეში არ იყო დარეგისტრირებული. ამას კი აღმოაჩენდნენ მაშინ, როდესაც უკვე მეორე და მესამე ეტაპი უნდა გაევლოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ხელში ეს დოკუმენტი. დავაჭიროთ შენახვის ღილაკს, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვროს ამ პროგრამამ. თუ რაიმე ისეთი განსაკუთრებული ეჭვი გაქვთ და ვერ ამობეჭდეთ ეს დოკუმენტი და კითხვა გაქვს, ყოველთვის შეგიძლიათ, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე და ჩვენ დაგეხმარებით გარკვევაში, დარეგისტრირდით თუ არა“, – აფრთხილებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს.

ასევე იხილეთ:

„ნერვიულობა დაივიწყეთ“ – მაია გაბუნიას პასუხი 2022 წლის აბიტურიენტების შიშებზე და თხოვნა არჩევანის გაკეთებამდე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური