GE

STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი გამოცხადდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, STEM ინოვატორთა ასოციაცია, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი, SALiS-ი, FabLab-ი და უნილაბი კვლავ იწყებენ საერთო პროექტს – STEAM მასწავლებელთა კონკურსი.

პროექტის მიზნები

  • STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია;
  • STEAM მიმართულების მასწავლებლების მოტივაციის გაზრდა;
  • STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • STEAM მიმართულებით პროექტების განხორციელებაში მასწავლებლების დახმარება შესაბამისი ტექნოლოგიური რესურსის საფუძველზე;
  • მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.

STEAM მიმართულება მოიცავს მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებთან, ინჟინერიასთან, ხელოვნებასთან ან მათემატიკასთან დაკავშირებულ პროექტებს.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის STEAM მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი STEAM მიმართულებით ან შექმნან საგანმანათლებლო რესურსი.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი შედგება 5 საფეხურისგან, რომელთაც მასში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელი გაივლის:

1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება;

2. STEAM იდეების შერჩევა;

3. გასაუბრება შერჩეულ გუნდებთან – გასაუბრების დროს დაზუსტდება მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული პროექტების ტექნიკური პარამეტრები და შეთანხმდება სამუშაო გეგმა, ასევე განიხილება პროექტის მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის;

4. სამუშაო ჯგუფების შექმნა და პროექტზე მუშაობა – კიბერლაბორატორია უნილაბის, ფაბლაბის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრ SALiS-სა და STEM ინოვატორთა ასოციაციის მენტორები გაინაწილებენ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც დაეხმარებიან მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს;

5. STEAM მასწავლებელთა კონფერენცია – მასწავლებელი კონფერენციაზე მოსწავლეთა დახმარებით საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს საკუთარ მატერიალურ პროდუქტს და გამართავს პროდუქტის შესახებ პრეზენტაციას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 აპრილი, 23:59

პროექტის პარტნიორები

  • უნილაბი
  • STEM ინოვატორთა ასოციაცია
  • FabLab

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური