სტუდენტების პროტესტის გამო, ბსუ-ში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 დეკემბრის დილიდან სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების ნაწილმა უარი თქვა ლექციებზე შესვლაზე და საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნულმა სასწავლო პროცესის ნაწილობრივ ჩაშლა გამოიწვია.
უნივერსიტეტთან გამართული აქციის შემდეგ სტუდენტებმა აქცია მსვლელობა გამართეს ბათუმის ქუჩებში და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულების შენობებთან თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
აქცია ამ დრომდე გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ადგილობრივ მედიას განუმარტეს, “სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. რაც შეეხება სწრებადობას, სტუდენტთა გამოცხადების ხარისხი დაბალია. ქართულენოვან სექტორზე სწრებადობა არის მცირე, ინგლისურენოვანზეა ძირითადად”.
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა პროტესტი არ წყდება. გასული კვირიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საპროტესტო აქციებს უერთდებიან და გაფიცვებს აწყობენ სკოლები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც. საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”.
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება