სტუდენტთა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დაიწყო – დეტალები და ვიდეოინსტრუქცია
2022-223 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 7 სექტემბრის 18:00 სთაათამდე გაგრძელდება. მობილობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე www.students.emis.ge
რა საფეხურებს გადის სტუდენტი მობილობის პროცესში:
მობილობაში მონაწილე სტუდენტს, რეგისტრაციისას, შეუძლია პრიორიტეტის პრინციპის დაცვით მიუთითოს სასურველი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების ჩამონათვალი. ამ პრინციპით სტუდენტს უფლება აქვს მიუთითოს არაუმეტეს 5 პროგრამისა. სტუდენტი, არჩევანის გაკეთების შემდეგ, ვალდებულია რეგისტრაციის დასრულების ვადებში საქართველოს ბანკში გადაიხადოს მობილობის საფასური – 40 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული პორტალზე მობილობის შედეგების დათვლისას.
სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობს პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით.
მობილობა 7 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება, შედეგების ნახვა კი 9 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მის მიერ დაწესებულ ვადებში წარადგინოს პირადი საქმის ასლები.
ბოლო საფეხური არის სტუდენტის მიერ დაწესებულების მიერ დადგენილ ვადებში მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაიოდენობის გაცნობა და წერილობითი განცხადებით თანხმობის ან უარის დადასტურება.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება