სტუდენტთა ნაწილისთვის შეფასების სისტემა შეიცვალა – რა დაემატა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 12 თებერვლის ბრძანებით, ცვლილება განხორციელდა „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
კერძოდ კი ბრძანებას ორი ახალი პუნქტი დაემატა, რომელიც სახელოვნებო მიმართულების სტუდენტებსა და უნივერსიტეტებს შეეხებათ და ადგენს შემდეგს:
„უმაღლესი განათლების შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოქმედებითი/საშემსრულებლო პრაქტიკული სახის პროექტის/ნამუშევრის შეფასების შემდეგ სისტემას:
ა) წარმატებით ჩააბარა – 91-100 ქულა;
ბ) ჩააბარა – 51-90 ქულა;
გ) ვერ ჩააბარა – 50 ქულა და ნაკლები.
ზომოაღნიშნული სიახლის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს შეფასების გადაყვანას უკვე დადგენილი შეფასების სისტემაზე.
გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილი ბრძანება უკვე ამოქმედებულია. სრული დოკუმენტი
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება