GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ღონისძიებას – „გმირობა სქესს არ ეკითხება“ უმასპინძლა

ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ღონისძიებას – „გმირობა სქესს არ ეკითხება“ უმასპინძლა.

უნივერსიტეტის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საღამო ქართველი ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მის ღვაწლს მიეძღვნა.

ღონისძიება ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ანი ბაკურაძის ინიციატივითა და სტუდენტურ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრის მიზანი ქვეყნის ისტორიაში ქართველი ქალის გამორჩეული როლის კიდევ ერთხელ წარმოჩენა იყო.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური