GE

სასკოლო სივრცეში სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში დისტანციურ სწავლებას 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი დაუბრუნდა

სასწავლო პროცესის სკოლის სივრცეში განახლების შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ერთ კვირაში დისტანციურ სწავლებას 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი დაუბრუნდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE– ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

“ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი. კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას – მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთლობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ინფორმაციას აქვეყნებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონში დახურულია ხელვაჩაურის ერთი სკოლა და დისტანციურ სწავლებაზეა აჭარის სკოლების 28 ცალკეული კლასი (ბათუმი – 18, ქობულეთი -7,  შუახევი – 1, ქედა – 2).

ასევე იხილეთ:

თბილისში 55 საბავშვო ბაღი კორონავირუსის მიზეზით დროებით დაიხურა – ბაღების სია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური