GE

სწავლის შეღავათიანი პირობები SANGU-ში

სამხედრო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი ხარ? იქნებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობ და წელს უნივერსიტეტში აბარებ? თუ ასეა, აირჩიე SANGU და ისარგებლე ფინანსური შეღავათებით.

SANGU-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ:

განათლების ხელშეწყობის მიზნით, აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური SANGU-სა და სამინისტროს მხრიდან 50-50%-ით დაფინანსდება.

100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტს 125 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება. ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება ყოველ მომდევნო სემესტრში, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრის თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.

დეტალური ინფორმაცია შეთავაზების შესახებ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით და ჩვენთან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, სემესტრის დასასრულს მიიღებენ ერთჯერად, 225 ლარიან სტიპენდიას. ფინანსური მხარდაჭერა ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში გაუგრძელდება იმ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი წინა სემესტრში 81 ქულა და მეტი იქნება.

დეტალური ინფორმაცია შეთავაზების შესახებ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური