GE

სწორი ფორმებია თუ არა მამაო და დედაო? – მთავრობამ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დადგენილებით განსაზღვრა

საქართველოს მთავრობამ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ №394 დადგენილება (2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი) დაამტკიცა.

დადგენილებაში  „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცებულია „ქართული სალიტერატურო ენის ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების ნორმები, თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა, ასევე ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა.

დადგენილების სპეციალურ დანართებში ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების ნორმები და თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა ცალ-ცალკეა გაანალიზებული.

“ერთმარცვლიან ბოლოხმოვნიან სახელებს უნდა დაერთოს -ო ნიშანი: ძმა-ო, და-ო, მთა-ო, მზე-ო, ხბო-ო, ყრუ-ო და სხვ. შენიშვნა: ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით პოეზიაში, დასაშვებია, ორ- და მეტმარცვლიანი ბოლოხმოვნიანი საზოგადო სახელები წოდებითში იხმარებოდეს -ო ნიშნითაც. მაგ.: დედა-ო („დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი ხვედრია“. – ილია; „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ“… – გალაკტიონი) და სხვ.; ამგვარი ფორმები მართებულია, ასევე, სასულიერო პირებისადმი მიმართვისას: მამა-ო, დედა-ო“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დადგენილებით განსაზღვრული ზუსტი წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური