„თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია, გარკვეული აცდენები იყო“ – განათლების მინისტრი
თამარ ქიტიაშვილი უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 5 მარტს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დაადასტურა.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ აცდენებს პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
„ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უნარების სააგენტოს დამფუძნებლებმა და შესაბამისად, ბორდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მე მას ვესაუბრე, მან საკმაოდ წარმატებული წლები განვლო, როგორც სააგენტოში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო.
„ახალი ხელმძღვანელი შერჩეულია. შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება ფორმალური პროცედურები და საზოგადოება მის ვინაობას გაიგებს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბორდს ქიტიაშვილის გადაყენების მოთხოვნით განათლების სამინისტრომ მიმართა.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება