GE

თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა – დირექტორის განმარტება

თბილისის 108-ე სკოლაში წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა. შედეგად დასველდა დაწყებითი კლასების ფლიგელის დერეფანი. როგორც EDU.ARIS.GE-ის სკოლის დირექტორმა მაია მღვდელაძემ განუცხადა, წყალი სკოლის იმ ნაწილში ჩავიდა, სადაც სააქტო დარბაზია განთავსებული, თუმცა მისი განმარტებით, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ამას ხელი არ შეუშლია და დერეფნის ამშრალება დღეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულდა.

22008456_1594390170613347_2215636135810143475_n„დილით იყო ჩამოსული. ამ ნაწილში მიმდინარეობს სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ გაწვიმდა ადგილ-ადგილ ჩამოვიდა. ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა, შესაბამისად დააგვიანდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაწყება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, ზუსტი დრო არ ვიცი როდის დასრულდება, ოქტომბერში უნდა დასრულდეს. მოსწავლეების საკლასო ოთახებში ეს პრობლემა არ ყოფილა და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ჩვეულებრივ ისარგებლეს როგორც დერეფნით, ისე სხვა ტერიტორიით. ეს ის ნაწილია, სადაც სააქტო დარბაზია განთავსებული და სწორედ მის წინ ფოიეში იყო ვედროები შედგმული. ხვალაც, სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართება, ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია“, – აღნიშნა მაია მღვდელაძემ.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური