თბილისის 7 საჯარო სკოლაში დირექტორის ვაკანსია გამოცხადდა – სია
სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველთათვის დედაქალაქის 7 საჯარო სკოლაში დირექტორის ვაკანსია გამოცხადდა. ჩამონათვალში არის 67-ე საჯარო სკოლაც, სადაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დირექტორი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
ეს ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპია. დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა – 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 04 დეკემბერი.
იხილეთ ასარჩევი საჯარო სკოლების სია
კონკურსანტებს საშუალება აქვთ აირჩიონ 3 საჯარო სკოლა.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ფოტოსურათი
- სამოტივაციო წერილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება