GE

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

9 ივნისს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის  „ჟურნალისტის გზამკლევი სოციალური საკითხების გაშუქება“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი სასარგებლოა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით. წიგნში თავმოყრილია ავტორის მრავალწლიანი ჟურნალისტური და პედაგოგიური გამოცდილება და ზუსტად ამ გამოცდილების საფუძველზე ფორმულირებულია ის სასარგებლო რეკომენდაციები, რაც სოციალური საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ მოქმედი ჟურნალისტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით გამოსცემს სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდურ ლიტერატურას და ამ მიზნით ახორციელებს პროფესორების ფინანსურ მხარდაჭერას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური