GE

AIESEC-ის წარმომადგენლები TU-ის სტუდენტებს შეხვდნენ

17 მაისს, AIESEC-ის თბილისის წარმომადგენლობამ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა გაცვლით პროგრამებთან, Global Volunteer-ის პროგრამასა და ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მაისიდან AIESEC-ის თბილისის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ოფისი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, რაც საშუალებას აძლევს TU-ის სტუდენტებს ისარგებლონ დამატებითი შეღავათებით პარტნიორობის საფუძველზე.

AIESEC არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია. მისი მიზანია მსოფლიოში კულტურათა დაახლოებისა და ახალგაზრდებში ლიდერული უნარჩვევების განვითარების გზით კონფლიქტების თავიდან აცილება. დღევანდელი მონაცემებით აისეკი წარმოდგენილია მსოფლიოს 127 ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს 26,000-მდე უნივერსიტეტთან და  აქვს 8000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კონპანიის მხარდაჭერა მისი  მისიის შესრულების პროცესში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური