თბილისის წიგნის დღეები გაიხსნა
27 ნოემბერს, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში “თბილისის წიგნის დღეები” ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალი მისმა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა გახსნეს: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა დოქ. შტეფან ვაკვიცმა, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ოთარ ყარალაშვილმა და “ექსპო ჯორჯიას” წარმომადგენელმა თათული ბოლოკაძემ.
დღესვე გაიხსნა ქართველი ილუსტრატორების გამოფენა და დაიწყო ქართულ გამომცემლობათა გამოფენა-გაყიდვა.
“თბილისის წიგნის დღეები” 27-30 ნოემბერს “ექსპო ჯორჯიას” ყველა პავილიონში გაიმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემოქმედებით მიმართულებებს:
• დისკუსიებს წიგნის და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების შესახებ;
• წიგნის ხელოვნების და უნიკალურ გამოცემათა ქართულ და საერთაშორისო გამოფენებს;
• წიგნის ხელოვნებასთან დაკავშირებულ ვორქშოპებს;
• საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძებებს მოზარდებისთვის;
• ლექციებს წიგნისა და ლიტერატურის მსოფლიოს დიდი ფესტივალების შესახებ;
• ქართულ გამომცემლობათა წიგნის ბაზრობას.
ფესტივალი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, “წიგნის ხელოვნების ცენტრის” (www.bookart.ge) და “ექსპო ჯორჯიას” ერთობლივი პროექტია, რომლის მხარდაჭერებიც არიან:
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
• გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი;
• ირანის საელჩო საქართველოში;
• გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამა
• წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გრანტი 100 000 ევროს ოდენობით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით 2014 წელს გამოყო.
“თბილისის წიგნის დღეების” პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიების სერიით, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – მსოფლიოს დიდი და ცნობილი წიგნის ფესტივალების ხელმძღვანელები, კურატორები, ცნობილი გამომცემლები და ილუსტრატორები. აღნიშნული დისკუსიები შეეხება ქართულ საგამომცემლო საქმიანობის მომავალს, პერსპექტივებს, სტრატეგიას, საგამომცემლო საქმის და ლიტერატურის განვითარების, მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებს.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ყოველი სტუმარი შეძლებს სასურველი წიგნის ყიდვას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ღონისძიების ძირითად ამოცანა გაერთიანებული პლატფორმის შექმნის გზით საქართველოში არსებული გამომცემლების მხარდაჭერაა.
წიგნის დღეებზე წარმოდგენილი წიგნების კატალოგი იხილეთ აქ.
წყარო: კულტურის სამინისტრო.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება