თეიმურაზ კურცხალიას საჯარ ლექცია
დღეს, 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ცნობილი ქართველი მეცნიერი თეიმურაზ კურცხალია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “კრიპტობიოზი – ორგანიზმის მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის.”
ამავე დღეს, თეიმურაზ კურცხალიას მიენიჭება გამორჩეული პროფესორის წოდება. 2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გამორჩეული პროფესორის წოდებას ანიჭებენ მეცნიერებს, რომლებსაც უნივერსიტეტების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.
დამატებითი ინფორმაცია:
თეიმურაზ კურცხალია 1992 – 1998 წლებში უძღვებოდა მეცნიერთა გუნდს მოლეკულური მედიცინის Max-Delbrück-ის ცენტრში (ბერლინი, გერმანია). 1998 წლიდან პროფესორი კურცხალია Max-Planck-ის მოლეკულური უჯრედებისა და გენეტიკის ინსტიტუტში მოღვაწეობს.
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი; დავით აღმაშენებილის ხეივანი #240 / საკონფერენციო დარბაზი.
-
9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი