თესაუს სტუდენტის წარმატება
ფოტო –
4635
თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნინო ბიქოშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ გამარჯვებულია.
მან კონკურსი წარმატებით გაიარა და პროგრამის ფარგლებში მარნეულის რაიონში ქართულის პედაგოგად ერთი წლის განმავლობაში იმუშავა.
„ამ პროგრამამ შანსი მომცა მიმეღო გამოცდილება, ამეთვისებინა პედაგოგისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამა წარმატებით გავიარე და პირობისამებრ, დამიფინანსდა მაგისტრატურაში სწავლა. საბუთები გავგზავნე თბილისის 92-ე საჯარო სკოლაში, საიდანაც დადებითი პასუხი მივიღე და ახლა იქ განვაგრძობ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მინდა მოვუწოდო სტუდენტებს, გამოიყენონ მსგავსი შემოთავაზებები, რადგან ეს მათი წინსვლისა და წარმატების გარანტი იქნება.“ – აღნიშნა ნინო ბიქოშვილმა.
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
by იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი