ტეხას ა&მ უნივერსიტეტმა GRUNI-ში კვლევის სემინარები დაასრულა
დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების სერია “Paths to Publication”, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა. პროგრამა 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში გაგრძელდება.
უნივერსიტეტის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ონლაინსწავლებაში – „Paths to Publication”, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე მეოთხე სემესტრია მონაწილეობს. შემოდგომის სემესტრის პირველი ლექცია 2024 წლის 12 სექტემბერს დაიწყო და მოიცავდა კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ 4 სემინარს, რომელსაც მასპინძლობდა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.
კვლევით სემინარებში გრუნის ახალგაზრდა მკვლევრები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.
პროექტის მონაწილეებმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები:
- თეორია, კონცეფცია თუ მოდელი;
- კითხვარის განხილვა სრული განაკვეთის, თანამდებობის მქონე და თანამდებობაზე დანიშნული შავკანიანი ფაკულტეტის მაგალითზე;
- აკადემიური გამოცემების წარმატებით მართვა: რჩევები, სტრატეგიები და გამოცდილება;
- კვლევის დღის წესრიგის შექმნისთვის საჭირო სამი ასპექტი.
კვლევითი სემინარების ბოლო შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართა და მას უძღვებოდა დოქტორი რიჩარდ მილნერი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის განათლების ექსპერტი, პროფესორი.
კვლევითი სემინარების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება სემესტრის ბოლოს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ.
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- გრუნი მსოფლიო მარკეტინგის სამიტზე by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი